Welcome to Business Audit Service

სწავლება

ტრენინგები ინტერნეტით (სახლიდან გაუსვლელად)


      ჩვენი პრაქტიკული სავარჯიშოები ითვალისწინებს შპს „მინისოფტი“-ს საბუღალტრო პროგრამის და შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისის (rs.ge) გამოყენებას, როგორც ერთ ასევე მეორეც საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ ინტერნეტით, სახლში, ოფისში, სასწავლებელში და ა.შ. მიუხედავად თქვენი ადგილსამყოფელისა.
       საბუღალტრო პროგრამით სარგებლობისათვის საჭიროა ჩამოტვირთოთ პროგრამა და  დარეგისტრირდეთ მის მომხმარებლად. პროგრამა მარტივია მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენების სახელმძღვანელო შეგიძლიათ იხილოთ ზედა მენიუში „დახმარება“ შემდეგ კი „სახელმძღვანელო“.


საბუღალტრო აღრიცხვა (საბუღალტრო პროგრამა, გატარებები, შედეგების დათვალიერება/ანალიზი)

      პროგრამაში რეგისტრაციისას თქვენ უნდა აირჩიოთ სამი სავარჯიშო ბაზიდან ერთ-ერთი, აქვე განგიმარტავთ რომ I კატეგორია ეს არის ბუღალტრული გატარებების მაგალითები,  II კატეგორია ეს არის მომსახურების გამწევი კომპანიის საბურალტრო აღრიცხვა სადაც  გამოყვანილია წლიური შედეგებიც (დარიცხული ხარჯები და შემოსავლები გადახურულია მოგება/ზარალის ანგარიშზე, გამოანგარიშებული და დარიცხულია მოგების გადასახადი),  III კატეგორია არის სავაჭრო კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვა და გამოსაყვანია წლიური შედეგები, რაც უკვე თქვენ დამოუკედებლად უნდა შეასრულოთ. 
სავარჯიშო ამოცანებში თითვეულ სამეურნეო ოპერაციას მიყენებული აქვს ოთხი ბუღალტრული გატარება, ამათგან თქვენ უნდა გათიშოთ სამი და  ჩართული დატოვოთ მხოლოდ ერთი სწორი გატარება.სწორი ნამუშევარის შემთხვევაში მიღებული ნაშთები უნდა დაემთხვეს ქვემოთ  მოყვანილ მონაცემებს:

I კატეგორია
ანგარიშების კოდი ნაშთი 01,01,2016წ
დებეტი
ნაშთი 01,01,2016წ
კრედიტი
1110 4720  
1210 20410  
1410 0  
1430 70  
3110   0
3120   0
5150   25000
6110   500
7420 300  
სულ ჯამი 25500 25500
     

II კატეგორია
ანგარიშების კოდი ნაშთი 01.01.2015წ
დებეტი
ნაშთი 01.01.2015წ
კრედიტი
1110 300  
1210 17610  
1410 0  
1430 90  
3110   3960
3310   2106
5310   11934
5330   0
6110   0
7420 0  
7430 0  
სულ ჯამი 18000 18000
     

III კატეგორია
ანგარიშების კოდი ნაშთი 01.01.2015წ.
დებეტი
ნაშთი 01.01.2015წ.
კრედიტი
1110 340  
1210 35310  
1410 2800  
1430 1000  
1610 1500  
3110   12000
5150   25000
6110   23850
7210 17500  
7420 2400  
სულ ჯამი 60850 60850

შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობა (ზედნადებები, ანგარიშ ფაქტურები,დეკლარაციები)

  პირველადი საბურალტრო დოკუმენეტების, კერძოდ სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ ფაქტურების მოხმარების (შევსება, გაგზავნა, მიღება) და დეკლარაციების წარდგენის პრაქტიული უნარ-ჩვევების მისაღებად შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდით, სადაც ამ მიზნით გახსნილია ორი სასწავლო კომპანიის ბარათი, კერძოდ https://eservices.rs.ge/ შესვლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი კომპანიიდან ერთ-ერთი ან   satesto2    ან   tbilisi პაროლი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივეა 123456
 
გისურვებთ წარმატებას !