Welcome to Business Audit Service

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე!

თუ თქვენ ეწევით კომერციულ საქმიანობას, თქვენ აუცილებლად უნდა აწარმოოთ ბუღალტრული აღრიცხვა, რათა მიაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია, როგორც საგადასახადო ორგანოებს (კუთვნილი გადასახადების შესახებ) ასევე თქვენს პარტნიორებს (თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ). ხოლო ამ ინფორმაციის უტყუარობასა და სანდოობაზე კი ბევრადაა დამოკიდებული თქვენი ფინანსური გადაწყვეტილებების მართებულობა და საბოლოოდ კი თქვენი საქმიანობის მომავალი. ამიტომ საჭიროა პერიოდულად ბუღალტრული ანგარიშების შემოწმება რათა არ გაიპაროს უზუსტობები და ამან არ გამოიწვიოს არასასურველი ჯარიმების და საურავების დარიცხვა. ჩვენი კომპანიის თანამშრომლები შეამოწმებენ თქვენს ფინანსურ ანგარიშებს, საგადასახადო ორგანოებისთვის წარდგენილი დეკლარაციების სიზუსტეს და მოგაწვდიან შესაბამის რეკომენდაციებს შეცდომების გამოსწორებისთვის.

ჩვენს შესახებ

შპს "ბიზნეს აუდიტ სერვისი" წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას მეწარმეებს სთავაზობს საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას. საზოგადოებაში დასაქმებულნი არიან სერტიფიცირებული სპეციალისტები რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება და კვალიფიკაცია სრულად აკმაყოფილებს ფინანსების მართვის სფეროს დღევანდელ მოთხოვნებს და გამოწვევებს. კომპანია ორიენტირებულია შემდგომ განვითარებაზე და კლიენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებაზე.

რატომ ბიზნეს აუდიტ სერვისი?

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ იღებთ კომპლექსურ მომსახურებას, როგორიცაა საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა, გადასახადებთან და სხვა იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაცია, რისთვისაც თქვენ აღარ გიწევთ დამატებითი შრომითი რესურსების მოძიება. ასევე ჩვენ დაგეხმარებით დამფუძნებელთა ოქმების, დირექტორის ბრძანებების შრომითი ხელშეკრულებების, და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადებაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

რა არის აუდიტი?

აუდიტორული საქმიანობა მოიცავს აუდიტორულ შემოწმებას (აუდიტს), აუდიტორული მომსახურების გაწევას, აგრეთვე აუდიტის ორგანიზაციული და მეთოდურ უზრუნველყოფას. აუდიტორულ შემოწმებას ახორიელებენ აუდიტორები და აუდიტური ფირმები. სამეურნეო სუბექტის სამეწარმეო საქმიანობის, საჯარო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, დაბეგვრისა და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის, საწესდებო მოთხოვნების უტყუარობის სისრულის, მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატივებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.